კლინიკის შესახებ

2019
2020
ალბინა ქაჯაია – დერმატოლოგ-კოსმეტოლოგი, MD PhD

"პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოკოსმეტოლოგიის საერთაშორისო კავკასიური კონგრესი- "კოლხიდა"-ს სამეცნიერო ხელმძღვანელი და დამფუძნებელი https://www.kolkhida.org/ru
ლექტორი ღონისძიებებზე:
- IMCAS (პარიზი, აზია)
- Euromedicom (AMWC მონაკო)
- Face კონფერენცია (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი)
- EADV (მადრიდი, ესპანეთი)
- RSM (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი)
- SIES კონგრესი (ბოლონია, იტალია)
- AMS კონგრესი (მონაკო)
- 5CC საერთაშორისო კონგრესი
- AAAMC კონგრესი (ბაქო, აზერბაიჯანი)
- SAM სიმპოზიუმი (მოსკოვი)
- ICAMPS კონგრესი (კიევი)
- Cosmedex კონფერენცია (რუსეთი)
- Cosmedex კონფერენცია (რუსეთი) - AMS რუსული ჯგუფის სამეცნიერო კომიტეტის ესთეტიკური მულტისპეციალობის საზოგადოების (AMS, AMWC Congress) წევრი.
- მედიცინის სამეფო საზოგადოების წევრი
- EADV -ის წევრი (ევროპის დერმატოლოგიისა და ვენეროლოგიის აკადემია)
- WOSIAM ასოციაციის წევრი (ინტერდისციპლინარული ანტიასაკობრივი მედიცინის მსოფლიო საზოგადოება),
- ESCAD-ის წევრი
- AAAM-ის წევრი (ამერიკული ესთეტიკური მედიცინის აკადემია),
- იტალიის სილამაზის საზოგადოების საპატიო წევრი.
- საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საზოგადოების (GSAM) წევრი.

ესთეტიკური მედიცინის დარგში „Art of Beauty“ ჯილდოს მფლობელი (ბაქო, აზერბაიჯანი, 2015 წ.). Anti-Aging & Beauty Trophy-ის გამარჯვებული კატეგორიაში "საუკეთესო კლინიკური შემთხვევა. არაქირურგიული რინოპლასტიკა" (მონაკო, 2017). დაჯილდოვდა როგორც "2017 წლის ლიდერი" (თბილისი, საქართველო).

- Aptos Thread Lifting მეთოდების KOL.
- საქართველოში კომპანია Allergan -ის ეროვნული ტრენერი .
- AMI Georgia-ს მრჩეველთა საბჭოს წევრი.
- სერთიფიცირებული ZO Skin Health Obagi-ს ტრენერი.
- კომპანია Byer -ის OPL სპიკერი .
- BTL aesthetics-ის საერთაშორისო სპიკერი
მიწვეული იყო ბოსტონის სამედიცინო უნივერსიტეტში ლექციის წასაკითხად.
დაჯილდოვებულია როგორც "წლის ლიდერი" ესთეტიკური მედიცინის საუკეთესო ექიმი საქართველოში.
2021
2022
დერმატოლოგიისა და ესთეტიკური მედიცინის სფეროში,მეცნიერული მიღწევებისთვის,იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნიერების მსოფლიო დღეს,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ მიენიჭა საპატიო დიპლომი.
დაჯილდოვებულია როგორც "წლის ლიდერი", საქართველოს საუკეთესო ექიმი და ესთეტიკური მედიცინის კლინიკის მფლობელი საქართველოში.
Total Charm Dental and Aesthetic Clinic
Total Charm Dental and Aesthetic Clinic -ი არის სტომატოლოგიური და ესთეტიკური კლინიკა - ახალი თაობის ციფრული სტომატოლოგია: უსაფრთხო, უმტკივნეულო, კომფორტული.
25 წელზე მეტია Total Charm -ი მუშაობს ესთეტიკური მედიცინის, პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოკოსმეტოლოგიის სფეროში. ჩვენ ვიყენებთ ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებსაც შეუძლიათ შეაჩერონ დრო, გაახანგრძლივონ და აღადგინონ ახალგაზრდობა.
ესთეტიკურ პრობლემებზე კომპლექსურად მუშაობისას ჩვენი სპეციალისტები გავლენას ახდენენ სახის ყველა ქსოვილსა და სტრუქტურაზე. ჩვენ გამოვირჩევით ღრმა მიდგომით დაბერების ანატომიისა და ფიზიოლოგიური პროცესების მიმართ და ვიცით ყველა ელემენტის,მათ შორის,კბილისა და ყბის სისტემის მდგომარეობის მნიშვნელობა.



ამიტომ, ჩვენ მივიღეთ სტომატოლოგიური კლინიკის გახსნის გადაწყვეტილება, რომელშიც შესაძლებელი იქნება სილამაზისა და ჯანმრთელობის შესახებ ჩვენი ყველა იდეის სრულად რეალიზება.
ასე გაჩნდა Total Charm Dental and Aesthetic Clinic-ი თბილისში. აქ იწყება გზა ახალგაზრდობისა და მთელი სხეულის ჯანმრთელობის შენარჩუნებისკენ.
საერთაშორისო დონის სტომატოლოგია არის კომფორტი, თანამედროვე აღჭურვილობა და მაღალი დონის პროფესიონალები.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ სტომატოლოგიის თანამედროვე ტექნოლოგიები თქვენთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო.
ევროპული და ამერიკული მწარმოებლების პრემიუმ ციფრული აღჭურვილობა საშუალებას გვაძლევს:

მივაღწიოთ მიკროსკოპულ სიზუსტეს პროთეზირებაში. პირველივე ვიზიტის დროს იქმნება დროებითი ორთოპედიული კონსტრუქციები იმპლანტებისა და გვირგვინების 3D მოდელების გამოყენებით, რომლებიც მაშინვე ფიქსირდება. მუდმივი ვინირების ან ხელოვნური გვირგვინის მოლოდინში პაციენტს არ უწევს კბილების არქონის გამო დისკომფორტის განცდა;
ინოვაციების დანერგვა ესთეტიკურ სტომატოლოგიაში ციფრული დაგეგმვისა და მკურნალობის პროგნოზირებადი შედეგების მეშვეობით. პაციენტმა ყოველთვის იცის, რას უნდა ელოდოს მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდისგან;

ინსტრუმენტული კვლევების ჩატარება მაქსიმალური ეფექტურობით და უსაფრთხოებით - გვაქვს ხელმისაწვდომი კომპიუტერული ტომოგრაფია გამოსხივების ყველაზე დაბალი დოზით;
ორთოდონტიული მკურნალობის ოპტიმალური სახეობების შერჩევა და დაყენება- ყველა ტიპის აპარატები, ბრეკეტ-სისტემები და ელაინერები სწორი თანკბილვის შესაქმნელად.
პაციენტებისა და ექიმების უსაფრთხოება კლინიკაში უზრუნველყოფილია სამეტაპიანი სტერილიზაციისა და კონტროლის გზით, რაც შესაძლებელია ჩვენი საკუთარი ,უმაღლესი კლასის სტერილიზაციის არსებობის გამო. ეს არის მრავალჯერადი გამოყენების ინსტრუმენტებისა და თავაკების დამუშავების ხარისხის უპრეცედენტო დონე,ერთჯერადი სახარჯო მასალის საჭირო რაოდენობის ხელმისაწვდომობასთან ერთად.
ყველა პროცედურა ტარდება ანესთეზიით. ჩვენთან მოსულ მოზრდილებს და ბავშვებს აღარ ეშინიათ სტომატოლოგების.


თავიანთი საქმის პროფესიონალები.
Total Charm Dental-ში შევკრიბეთ საუკეთესო ექიმები. ყველა სპეციალისტმა გაიარა სტაჟირება ევროპულ კლინიკებში, ისინი დაეუფლნენ თანამედროვე ტექნიკას და მუშაობენ საერთაშორისო პროტოკოლებით. რეგულარული ტრენინგი და მონაწილეობა სტომატოლოგიურ კონგრესებში შესაძლებელს ხდის კვალიფიკაციის დონის მუდმივ გაუმჯობესებას. საბავშვო სტომატოლოგიაში მუშაობენ მხოლოდ შესაბამისი სპეციალიზაციის მქონე ექიმები და მათ აქვთ ბავშვებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
მხოლოდ თქვენთვის:
Total Charm Dental and Aesthetic Clinic
· თქვენზე ზრუნვა ვიზიტების მიღმა:
· ვიზიტის დროის შეხსენებები, რეკომენდაციები მოვლის შესახებ,მკურნალობის გეგმის კონტროლი~
· კბილების და ღრძილების მკურნალობის კომპლექსური მიდგომა - ჩვენ ყოველთვის ვეძებთ დაავადების მიზეზს, საჭიროების შემთხვევაში იკრიბება ექიმთა კონსილიუმი და ყველა კვლევა ტარდება ჩვენს კლინიკაში (კომპიუტერული ტომოგრაფია და პანორამული სურათები)
· პრემიუმ ზრუნვა თქვენ კბილებსა და პირის ღრუზე
· მხოლოდ სასიამოვნო სამკურნალო არომატები და არანაირი სპეციფიკური სუნი
· ტრენინგი პირის ღრუს ეფექტური მოვლის შესახებ
Total Charm Dental and Aesthetic Clinic-ი არის ახალი ფორმატის სტომატოლოგიური კლინიკის ბრენდი, რომელიც აერთიანებს ესთეტიკური მედიცინისა და პრემიუმ კლასის სტომატოლოგიური კლინიკის ყველა შესაძლებლობას.
ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ მიიღოთ კონსულტაცია და მკურნალობა სტომატოლოგიური დახმარების ყველა მიმართულებით: თერაპია, ქირურგია, ორთოდონტია, ბავშვთა სტომატოლოგია,

Total Charm Vake
25 წელზე მეტია Total Charm -ი მუშაობს ესთეტიკური მედიცინის, პლასტიკური ქირურგიისა და დერმატოკოსმეტოლოგიის სფეროში. ჩვენ ვიყენებთ ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებსაც შეუძლიათ შეაჩერონ დროის მსვლელობა, გაახანგრძლივონ და აღადგინონ ახალგაზრდობა.

ესთეტიკურ პრობლემებზე კომპლექსურად მუშაობისას ჩვენი სპეციალისტები გავლენას ახდენენ სახის ყველა ქსოვილსა და სტრუქტურაზე. ჩვენ გამოვირჩევით ღრმა მიდგომით დაბერების ანატომიისა და ფიზიოლოგიური პროცესების მიმართ და ვიცით ყველა ელემენტის მნიშვნელობა ამ პროცესში: კანის მდგომარეობა, ძვლოვან-კუნთოვანი აპარატი, კბილისა და ყბის სისტემა. მხოლოდ ასე შეიძლება განვახორციელოთ ყველა ჩვენი წარმოდგენა სილამაზესა და ჯანმრთელობაზე.