პროფესიული ჰიგიენა და პრევენცია
EMS AirFlow Prophylaxis Master Premium-ი არის უნიკალური აპარატი პირის ღრუს პროფესიული ჰიგიენისთვის. კარიესის, პაროდონტიტის პროფილაქტიკა, ღრძილების ზემოთ და ქვემოთ ქვის მოცილება მექანიკური ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე.
AIRFLOW® Prophylaxis Master Premium-ი არის EMS-ის უახლესი ინოვაციური აპარატი: უნიკალური საშუალება კარიესის მკურნალობისთვის, პაროდონტის დაავადების პროფილაქტიკისა და შესანარჩუნებელი თერაპიისთვის. აპარატი შექმნილია უმაღლესი სტანდარტების გათვალისწინებით, წარმოების, უსაფრთხოებისა და კომფორტის მხრივ , რათა სრულად დააკმაყოფილოს მკურნალობის ყველა ძირითადი მოთხოვნა.
AIRFLOW Plus ფხვნილი სასიამოვნოდ და ეფექტურად აშორებს ბიოლოგიურ ნადებს, პიგმენტაციას და ნაკლებად მინერალიზებულ ღრძილზედა და ღრძილქვეშა ნადებს, ამცირებს ხელისა და ულტრაბგერითი ინსტრუმენტების გამოყენების საჭიროებას. პროცედურის კომფორტზე ასევე მოქმედებს წყლის ტემპერატურის რეგულირება და მართვა უსადენო პედლის გამოყენებით.
თავდაჯერებულობა ბევრისთვის ქათქათა ღიმილით იწყება. კბილების გათეთრება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა.
კლინიკა უზრუნველყოფს მრავალჯერადი გამოყენების ინსტრუმენტების დამუშავების სრულ კომპლექსს მაღალი ხარისხის სტერილიზაციის აპარატურის -Megalab -ის გამოყენებით. სპეციალური მანქანა ახორციელებს სტერილიზაციას მრავალსაფეხურიანი სისტემის მიხედვით: გაწმენდა, დეზინფექცია და სტერილიზაცია.
დანარჩენი სახარჯო მასალები ერთჯერადია.
თუ გსურთ იზრუნოთ თქვენს კბილებზე უსაფრთხოდ და კომფორტულად, ჩაეწერეთ კონსულტაციაზე Total Charm Dental-ში.
პირის ღრუს ხარისხიანი მოვლა არის რეგულარული პროფესიული წმენდა, რომელიც კარიესისა და ღრძილების დაავადების პრევენციის საფუძველია. შედეგი არის ბუნებრივი ჯანსაღი ღიმილი და მთელი საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართული ფუნქციონირება.
თანამედროვე ტექნოლოგიები უზრუნველყოფს უმტკივნეულო და უსაფრთხო პროფესიული ჰიგიენის დაცვას.
EMS AirFlow Prophylaxis Master Premium
ZOOM4 Philips-ის უახლესი თაობის კბილების გათეთრების სისტემაა, რომელიც ჟანგბადის დახმარებით ეფექტურად აშორებს პიგმენტურ ლაქებს კბილებიდან. Zoom კბილების გათეთრება მარტივი, სწრაფი და უსაფრთხოა.
საფუძვლიანი წმენდის შემდეგ კბილებზე დაიტანება მათეთრებელი ლაქი , ხოლო,სპეციალური შუქი ააქტიურებს ინგრედიენტებს ისე, რომ ლაქების მოლეკულები იშლება. მთელ პროცედურას ერთ საათზე ნაკლები დრო სჭირდება. პროცედურა შესანიშნავია მგრძნობიარე კბილებისთვის. Zoom4-ის მათეთრებელი ინგრედიენტები სპეციალურად შექმნილია იმისათვის, რომ არ გააღიზიანოს კბილები და ღრძილები, ხოლო ტუჩებზე დაიტანება დამატებითი დამცავი.
კბილების პროფესიონალური გათეთრება Zoom4-ით უზრუნველყოფს ხანგრძლივ შედეგს. ერთი სეანსის შემდეგ, შეიძლება კბილების ფერის გაუმჯობესება რვა ტონით, ხოლო მეორე პროცედურის შემდეგ შეიძლება ეფექტის კიდევ უფრო გაძლიერება.